რამდენიმე თვეში ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით შეეძლებათ. უახლესი აპარატურით, რომელიც სიმსივნურ უბნებს მაქსიმალური სიზუსტით, ჯანმრთელი ქსოვილების დაუზიანებლად ასხივებს, ონკოლოგიურ პაციენტებს ფრიდონ თოდუას კლინიკაში მოემსახურებიან.
როგორც დღეს კლინიკაში სტუმრობისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ამ აპარატის გამოყენება დაიწყება, პაციენტებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ. კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდება.
„რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა და ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს საქართველოშია შესაძლებელი. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება„",- განაცხადა კლვირიკაშვილმა.