Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1870 წლის დოკუმენტის მიხედვით მოხეში მეჩეთი არსებობდა

08 დეკემბერი, 2016 18:49

1870 წლის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს „ტიფლისის გუბერნიის" აღწერას, სოფელ მოხეში ფიქსირდება ერთი მეჩეთი.

„ლიბერალის" მიერ მოპოვებული დოკუმენტი, - კრებული  - თბილისის გუბერნიის აღწერილობა, გამოცემულია თბილისის გუბერნატორის კანცელარიის მიერ ა. ლ. ზისერმანის რედაქციით. თბილისი 1870 წ.. 

 შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს „მოხის კომისიის"  სხდომა გაიმართა. კომისიამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. სადავო შენობას შეეხება. მოხის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. რაც ნიშნავს იმას, რომ შენობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბალანსზე გადავა, მას მუსლიმები რელიგიური დანიშნულებით ვერ გამოიყენებენ. 

ადგილობრივი მუსლიმებისთვის კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელია. 

სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, სოფელ მოხეში სადავო შენობის ადგილას, უნდა ყოფილიყო ხის მეჩეთი. დაზუსტებით არ შეგვიძლია თქმა, დოკუმენტში მოხსენიებული მეჩეთი იდგა  თუ არა  სადავო შენობის ადგილას, თუმცა არსებობდა ტენდენცია, რომ თითო სოფელში არსებობდა თითო მეჩეთი.

ორ თემს შორის დაპირისპირება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები სადავო ნაგებობის წარმომავლობაზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^