Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: დაზღვევა ხარჯეფექტიანი გახდება, შედეგად ღარიბ მოქალაქეს მომსახურეობის პაკეტს გავუზრდით

09 დეკემბერი, 2016 17:41

„საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შენარჩუნდება. ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, უბრალოდ შეიცვლება პრინციპები და შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, პროგრამის ოპტიმიზაცია მოხდება. საუბარია შერჩევით კონტრაქტირებაზე, დაფინანსების მეთოდის ცვლილებასა და ა.შ.

„ეს არის ის, რომ საყოველთაო დაზღვევა ხარჯეფექტიანი გახდეს და ამის ხარჯზე ჩვენ ყველაზე ღარიბ მოქალაქეებს გავუზრდით მომსახურეობის პაკეტს, რომელშიც შევა მედიკამენტები და მათი დაფინანსება“,- განაცხადა ზოიძემ. 

რაც შეეხება პენსიებს, ზოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამაში პენსიებთან დაკავშირებული პრინციპული საკითხი ძალიან ნათლად იყო გაწერილი.

„პროგრმაში გარკვევით ეწერა, რომ პენსიები გაიზარდა 2016 წელს, ასევე 2017 წელს და ეს გაზრდილი პენსია იქნებოდა ჩადებული 2017 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში დაიწყება პენსიების ინდექსირება ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მიხედვით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^