Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

09 დეკემბერი, 2016 17:44

საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს,ამის შესახებ განცხადება თავად ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის შეიქმნა სამი წლის წინ. კომისიის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები.

„იყო სხვადასხვა შემოთავაზება ფორმატთან დაკავშირებით, იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, იყო მსჯელობა. საბოლოო ჯამში ჩვენ შევჯერდით არსებულ ფორმატზე, რომლის მიხედვითაც არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა. არსებობს კონკრეტული არგუმენტები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად ასეთ ფორმატს მოითხოვს,“ - განაცხადა კობახიძემ.

კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.  განისაზღვრება კვოტები, თუ რამდენი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში. 

პრეზიდენტის მრჩეველის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია    საქმის კურსში უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჩააყენეს, რასაც კონსულტაცია ვერ დაერქმევა.

„აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც არის განზრახული, ყოფილიყო მაღალი სანდოობის და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. აქედან გამომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, კიდევ უფრო აღრმავებს კითხვის ნიშნებს და ეჭვს, რომელიც აქამდეც არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმავე პრაქტიკით გაგრძელდება ეს საქმიანობა, როგორიც არსებობდა წინა ხელისუფლებების პერიოდში. ძალიან დასანანია ამავე დროს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო პარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს აზარალებს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^