ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 2 დააკავეს. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
როგორც „ლიბერალს" EMC-ში უთხრეს, დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის მკვლევარი შოთა ხინჩაგაშვილი.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა და დაპირისპიდებაც ამას მოჰყვა.