Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლებლობების მიხედვით სკოლების ტიპებად დაყოფა იგეგმება - კანონში შესატანი ცვლილება

12 დეკემბერი, 2016 17:28

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის ინიციატორი განათლების კომიტეტია. კანონპროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, დააფუძნოს სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები სკოლების ინდივიდუალური მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება და საბოლოო მიზანი სკოლების ეფექტიანი მართვა.

„სკოლის ტიპებს შორის იქნება განსხვავება ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულების დაფინანსებაში, მართვაში, სტრუქტურულ ერთეულებში, სასკოლო სასწავლო გეგმაში, სახელმწიფო კონტროლში, ადამიანური რესურსებისადმი წასაყენებელ მოთხოვნებში. შესაბამისად, სკოლის ტიპების ამგვარად დიფერენციება განაპირობებს მათთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ინდივიდუალურად მორგებული მართვის სისტემის აუცილებლობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სკოლის მართვის ეფექტიანობა.“ - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამ მიზნით კანონს ემატება 31 მუხლი, რომლის თანახმადაც, სამინისტრო სკოლის დაფინანსების, მართვის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისადმი (მათ შორის დირექტორისა და მასწავლებლისადმი) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით განსაზღვრავს სკოლის ტიპებს.

ასევე ცვლილებები შედის კანონის მე-5 და 26-ე მუხლებში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სკოლის დაფუძნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს სკოლების ბრენდირების სისტემამ. ბრენდირება სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემაა. რომელიც სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ეფუძნება. კანონპროექტის მიხედვით, სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება მიენიჭება სკოლას, რომელიც აკამყოფილებს სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^