სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა.
ამ ფაქტს ადასტურებენ ხეობაშიც, და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიც.
რამზან ბაღაკაშვილი არასრულწლოვან მუსლიმ კუსტანიშვილთან ერთად სირიაში საბრძოლველად 2015 წელს წავიდა.