საჯარო სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო გაცდენამ 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სწავლა შეჩერებულია ხუთ საჯარო სკოლაში. კერძოდ, თბილისის 74-ე, თელავის მე-5 და თიანეთის სამ საჯარო სკოლაში.
უწყების განმარტებით, სკოლები სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.