
"შეხვიდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, წააყვინთაო, წააკიმარო, იცინოდე, იქცეოდე როგორც შენ გინდა, და არავინ ხმა არ გაგცეს პოლიციამ?, თუ ტრ**ი გაქვს გააკეთე ისე, და და იყავი ისე და პასუხიც აგე" - უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ რუსთავი 2-ის კორესპონდენტს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა და დეპუტატებს ჰკითხა, მოუწევიათ თუ არა მარიხუანა ოდესმე. ვოლსკის თქმით ახალგაზრდობაში მოუწევია, თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ზრდასრული ადამიანის უფლება მოწიოს მარიხუანა თუ კი უნდა, პასუხობს, რომ "ადამიანის უფლებები ფრთაგაშლილი ფრაზაა." და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხის კენჭისყრისას წითელ ღილაკს გამოიყენებდა.
ჟურნალისტის კითხვას სხვა დეპუტატებმაც უპასუხეს, მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ არათუ მარიხუანას, თამბაქოსაც კი არ ეწევა არც თვითონ და არ საერთოდ არავინ მის გვარში, დაწყებული პაპამისიდან.