Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „გრცხვენოდეთ!“ - ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან

18 დეკემბერი, 2016 21:40

დღეს, 2 საათზე, ნიკა ჩერქეზიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მისმა მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. მდუმარე აქცია-პერფორმანსი მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო. აქციის ყველა მონაწილეს ხელში ტრანსფარანტი ეჭირა წარწერით - „გრხვენოდეთ!“    
„ვაპროტესტებთ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის ნიკა ჩერქეზიშვილის სამსახურიდან უსამართლოდ, ყველანაირი პროცედურული დარღვევით გათავისუფლებას“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი მანუ მუკბანიანი
აქციას „თბილისის სოლიდარობის ქსელის“ წევრებიც შეუერთდნენ.
„ნიკა არის სახე ყველა იმ დასაქმებული ადამიანის, უსამართლო მოპყრობის და უსამართლო პირობებში მუშაობის სახე, რომელსაც ჩვენ დღეს ვხვდებით. სწორედ ამიტომ „თბილისის სოლიდარობის ქსელი“, რომელიც მუშაობს შრომის საკითხებზე, უცხადებს სოლიდარობას და ვთვლოთ, რომ დღეს მშრომელები ყველაზე ცუდ ვითარებაში იმყოფებიან. მათ უჭირთ თავიანთი ინტერესების დაცვა. ნიკა არის ერთ-ერთი, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის იმ ფორმით ვეღარ აგრძელებეს პროტესტს, რა ფორმითაც დაიწყო“, - ამბობს „თბილისის სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი, ელენე ბერიაშვილი
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლეს, სადაც ასევე მდუმარე აქციით გააპროტესტეს ჩერქეზიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება.
ნიკა ჩერქეზიშვილი 2015 წლის 30 ოქტომბერამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, 6 თვის გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. 30 ოქტომბერს ნიკა გაათავისუფლეს და ამის მიზეზად დაუსახელეს, რომ არის არაკომპეტენტური და კონფლიქტური კადრი. ნიკა ამბობს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ მიუღია, ამიტომ მისი გათავისუფლება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო.
ნიკა ჩერქეზიშვილმა სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა. სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამიტომ, მან პროტესტის სხვა გზას მიმართა. 11 დეკემბრიდან ნიკა მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებდა სამსახურიდან გათავისუფლებას, 14 დეკემბრიდან კი შიმშილობა დაიწყო. დღევანდელ აქციზე კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ იმყოფებოდა.

ვიდეო ► ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი კანცელარიასთან - დამიბრუნონ, რაც უკანონოდ წამართვეს

ნიკა ჩერქეზიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების გამო შიმშილობას იწყებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^