Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

19 დეკემბერი, 2016 12:15

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას სოციალური საწარმო „ნუკრიანის“ დირექტორი მაია ბიძინაშვილი ვარაუდობს, შესაძლოა, ხანძრის მიზეზი ბავშვების მიერ დანთებული ცეცხლი იყო. მისი ინფორმაციით, ხანძარმა სოციალურ საწარმოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ბიძინაშვილის თქმით, საწარმო იქ მომუშავე ქალებისთვის შემოსავლის წყაროა იყო და ახლა „ღია ცის ქვეშ დარჩნენ“. 

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად ძველი ელექტროგაყვანილობაც სახელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^