"ეს ერთ-ერთი სენსიტიური საკითხია, სადაც ოქროს შუალედი ნამდვილად მოსაძებნია, გამომდინარე იქედან, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ აუცილებლად ძალიან ხისტად უნდა გავითვალისწინოთ გარემოს დაცვის ინტერესები და, მეორე მხრივ, ბიზნესს არ უნდა შეეშალოს ხელი თავისი საქმიანობის განხორციელებაში, როცა მას ლეგიტიმური მოთხოვნები აქვს. მაინც მიმაჩნია, რომ გარემოს დაცვის ინტერესები უნდა იყოს უპირატესი.
"მათი მოთხოვნის ლეგიტიმურობაზე საუბარი შეიძლება. ერთი მხრივ, ბიზნესის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მეორე მხრივ კი, გარემოს დაცვის ინტერესი ჩვენ პრიორიტეტულ ინტერესად უნდა ავიღოთ", - M2-ის საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
დღეს სს „m2 უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარეგულირებას ითხოვს.