
"საქართველოს პატრიოტთა" ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის თქმით, სირიაში სისხლი იმიტომ იღვრება, რომ მსოფლიომ ასადის მოსპობა განიზრახა.
"სირიაში კანონიერი ხელისიფლებაა, რომელსაც გვერდში მთელი მსოფლიო უნდა დაუდგეს, რათა სისხლი არ იღვრებოდეს. კადაფი მოსპეს და ასადის მოსპობა მოინდომეს. ეს არ გამოუვიდათ. ხუთი წელია სისხლი იღვრება და ბავშვები იღუპებიან. სანამ მსოფლიოში ეს უსამართლობა არ შეჩერდება, უბედურებისკენ წავალთ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს. რუსული არმიის დახმარებით სამთავრობო ჯარებმა ალეპო სისხლისმღვრელი იერიშებით აიღეს.