Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს

19 დეკემბერი, 2016 22:24

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. მომხდარი ფაქტი ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაისმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის მკვლელობა გულდასმით უნდა გამოიძიოს. „ტერორიზმი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ მის წინააღმდეგ მტკიცედ ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს თურქეთში რუსეთის ელჩზე ანკარაში განხორციელებულ თავდასხმას, რასაც რუსი დიპლომატი ემსხვერპლა. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ განუცხადა.

ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა. ამის შესახებ კი „როიტერი“ იუწყება. 

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს საღამოს უცნობმა პირმა ესროლა, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე გამოდიოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^