აფეთქება მოხდა ფოიერვერკის ბაზარზე მექსიკაში, ქალაქ სან პაბლიტოდან 32 კმ-ის დაშორებით. ადგილობრივი სამართლადამცავების ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი და დაშავებულია 70-ზე მეტი.
სამართალდამცავების თქმით, დაშავებულ ათობით ადამიანს შორისაა მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებმაც სხეულის 90%-ზე მეტი დამწვრობა მიიღეს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ქალაქი ცნობილია პიროტექნიკის ინდუსტრიით და სან პაბლიტოს ფოიერვერკის მარკეტი ყველაზე ცნობილი იყო ქვეყანაში.