Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაია რჩეულიშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

21 დეკემბერი, 2016 18:13

მაია რჩეულიშვილის ადვოკატები სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, დაცვის მხარის ხელთ არსებული ყველა მასალა სტრასბურგში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. 

„მასალები სრულად გაიგზავნება ამ კვირაში სტრასბურგში, როგორც ზოგადად აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ 23 დეკემბერს გავგზავნით. 24 საათის განმავლობაში განიხილავს სტრასბურგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის იმედი მაინც გვაქვს”, - განაცხადა ცუცქირიძემ. 

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით, სასამართლო სუბიექტური იყო.

„მაია რჩეულიშვილი ძალიან დასუსტებულია და ბიოფსიის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. ექიმები ელოდებიან, რომ ცოტა მომჯობინდეს და ამის შემდეგ გაკეთდება ეს ანალიზი. მე ვიგრძენი, რომ სასამართლო იყო სუბიექტური. როგორც კი ჩატარდება დამატებითი გამოკვლევა და გვექნება ახალი გარემოება, ჩვენ აუცილებლად ისევ მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით”, - აღნიშნა ადვოკატმა. 

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. 

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვდა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^