Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითვალისწინებს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ TI-ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი

21 დეკემბერი, 2016 19:55

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, რომლის სამუშაო ვერსიის თანახმადაც, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აიკრძალება რეკლამა, აგიტაცია და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური  წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის  საფრთხეს.

ინიციატივის მიზანია, გაანეიტრალოს რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს  შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.

პროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც ორგანიზაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და  NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაზე წარმოადგინა, ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ავტორები ამბობენ, რომ გათვალისწინებით, თუკი პროგრამის შედგენის დროს პარტიამ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში დაწერა, იგი რეგისტრაციაში გატარდება, თუმცა, თუკი შემდეგ დაიწყო პრორუსული პროაპაგანდა და აგიტაცია, „საარჩევნო კოდექსში“ არ არსებობს შესაბამისი ნორმა, რომლითაც მას პასუხი მოეთხოვება. შესაბამისად, მათი ინიციატივა „საარჩევნო კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • ომისა და ძალადობის პროპაგანდა აიკრძალება არამხოლოდ საარჩევნო პროგრამაში, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის შემთხვევაშიც, მათ შორის წინასაარჩევნო რეკლამაში
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებამდე იკრძალება აგიტაცია, მათ შორის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ   საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური  წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის  საფრთხეს

შესაბამისი დებულებების დარღვევის შემთხვევაში, სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ექნება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; წინასაარჩევნო პროგრამასთან, წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაცია), მათ შორის წინასაარჩევნო  რეკლამასთან,  შინაარსთან დაკავშირებულ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ამასთან, საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით გნახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული ქმედება, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

პროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში უნდა განისაზღვროს, რომ:

  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებამდე, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური  წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის  ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის  საფრთხეს
  • ამავე საფუძვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს, მასში უნდა განისაზღვროს:

  • რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებამდე, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური  წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.
  • კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმების დარღვევაზე რეაგირების ხორციელდება  თვითრეგულირების ფარგლებში
  • აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან ერთად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს.

ავტორების განმარტებით, მაუწყებელი არ ჩაერევა რეკლამის შინაარსის რეგულირებაში.

„ცესკო დაადგენს, რომ რომელიმე პარტიის წინასაარჩენვო რეკლამა შეიცავს დარღვევის ნიშნებს, იგი სანქციას დაადგენს და დააჯარიმებს სუბიექტს, მაგრამ თუ სასამართომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, სანქცია ვერ ამოქმედდება. სასამართლოა ის ინსტანცია, რომელიც გადაწყვტს, რომ რეკლამა შეიცავს ასეთ ნიშნებს, შესაბამისად, სასამართლოს გადწყვეტილება უნდა აღასრულოს მაუწყებელმა. მაუწყებელი ვალდბეული იქნება, ამ გადწყვეიტლების საფუძველზე მოხსნას რეკლამა ეთერიდან“ - თქვა ლიკა საჯაიამ.

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მიენიჭება.

გამოხატვის თავისუფლების კოდექსტში გამოწვევებზე ისაუბრა „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა თამარ კინწურაშვილმა, რომლის თქმითაც, აგიტაცია მხოლოდ რეკლამის ნაწილში უნდა შეიზღუდოს, რადგან ეს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ტელეეთერში საკუთარი აზრის გამოხატვას აუკრძალავს.

„თუ თოქშოუში ზის ადამიანი რომელსაც მართლა სჯერა, რომ რუსეთის გუბერნია უნდა ვიყოთ. ჩვენ მას ვეუბნებით რომ არ გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა საკითხია, რომ ეს არ უნდა იყოს უფასო რეკლამის სახით განთავსებული და სახელმწიფოს აქვს უფლება ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდოს ასეთი რეკლამის გავრცელება. მაგრამ აგიტაცია არის ისიც, რომ ეთერში ზის რეპსონდენტი და მას განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვს. მაშნ გამოდის, რომ მას წინასწარ ვუსაზღვრავთ, რა არის მისი საგარეო პოლიტიკა, ან ვერ ვიგებთ რა არის. ამიტომ, აგიტაციის ასე ფართოდ შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებისთვის საზიანო იქნება“ - თქვა კინწურაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შესაბამისი რეკლამის შეჩერების მექანიზმის შემოღების საჭიროებაზეც, რადგან „სანამ ცესკო არ განიხილავს და სასამროში არ წავა საქმე, კლიპი თავის ფუნქციას შეასრულებს“.

პროექტის ავტორები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე დაინტერესებულ პირთა შენიშვნებს განიხილავენ.

ინფორმაცია VS მითები - როგორ ვიცავთ თავს რუსული პროპაგანდისგან?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^