„ვფიქრობ, იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკები გაზრდილია, ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და ევროპის უსაფრთხოებასაც ნამდვილად არ წაადგება“,- ასე გამოეხმაურე არჩილ თალაკვაძე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ საკონსტიტუციო სარჩელს.
უმრავლესობის ლიდერი დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფო უსაფრთოების საკითხებს და ერთი ხელის მოსმით ნუ დაუპირისპირდებიან ისეთ რეგულაციებს, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვან.
საკონსტიტუციო სასამართლოშ, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ. მოსარჩელე მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მოიტორინგის ცენტრია“. მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ზოგიერთი ნორმა სპეცსამსახურებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საუბარია იმ ნორმაზე, რომლის თანახმადაც ფარული მიყურადება-თვალთვალი შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს.