
კომპანია „თელასის" განცხადებით, დღეს, 10:04 საათზე ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის თბოელექტროცენტრალის (თეცის) ქვესადგურის მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.
მათი თქმით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება უახლოეს დროში აღდგება.