საპატრიარქოში ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის დიდ ძალაუფლებაზე ისაუბრა.
„საქართველოს საპატრიარქოში მთავარი პრობლემა დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალბატონის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლებაა, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა". - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ურევია თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის ყველა პრობლემის გამომწვევი.
„ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ, არსებობს“, - თქვა მეუფე პეტრემ.