Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა მოხდა - სოცსააგენტო

22 დეკემბერი, 2016 16:37

ერთ- ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ განცხადებას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ეჭვის გაჩენისთანავე, სააგენტომ ფაქტის მოკვლევა დაიწყო და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად გამოძიება უკვე დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებაში  სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 ბავშვი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობს შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას.   ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტროში აცხადებენ, რომ  დააყენებენ  შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.   

"იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა მოვუწოდოთ  საზოგადოებას:  ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით - არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არიან გამოძიების დასრულების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად  ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება", - აღნიშნავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^