დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმე შიოშვილმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისა და დაცვის სამსახურის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, მომავალ წელს პატრიარქის აღსაყდრების 40 წელი სრულდება და წმინდა სინოდის სხდომაზე საუბარი იყო აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე დიდი კრების დადგენილებაზე.