
"ჯეოსელის" ქსელი რამდენიმე საათია ნაწილობრივ გათიშულია. ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს „ჯეოსელში“ განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები, მათი ინფორმაციით, ამის შესახებ მომხმარებლები ინფორმირებული იყვნენ.
"ეს სამუშაოები რამდენიმე ეტაპიანია. აბონენტებმა ამის შესახებ ცოტა ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა დაფიქსირებულიყო", - აღნიშნეს "ჯეოსელში".
კომპანია აბონენტებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდის და მათი განმარტებით, ”ჯეოსელის” აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგელობას ერთ საათში შეძლებენ.