Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

9 ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა

23 დეკემბერი, 2016 14:49

2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 9 ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ერთი მათგანის - გაიზარდა, - შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, სადაც სემეკმა დაადგინა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და ასევე ,,ზაჰესის” ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები.

სემეკის გადაწყვეტილებით, „ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული 9 ჰიდროელექტროსადგურიდან, 8-ის შემთხვევაში 2017 წლის ტარიფები შემცირდა, ხოლო ერთის - აწჰესის გაიზარდა. ასევე შემცირდა „ზაჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფი.

უფრო კონკრეტულად კი - აწჰესის მოქმედი ტარიფი იყო 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.865 თეთრი. 

რიონჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.301 თეთრი.
საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი.
ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი.
ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი.
გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი.
ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი.
შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი.
ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.

რაც შეეხება „ზაჰესს", რომლის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაც სემეკის მიერ ასევე დღეს მოხდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედი ტარიფი იყო 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი. აღნიშნული ტარიფები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^