გურამ ფალავანდიშვილმა, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების წამყვანად მუშაობდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარ კანდიდატადაც იყრიდა კენჭს ნინო ბურჯანაძის პარტიის სიით.
ის ლევან ვასაძესთან ერთად საგან "მე და საზოგადოების" წინააღმდეგი იყო და არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ამ საკითხზე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს განცხადებით კიდევ 6-მა ადამიანმა მიმართა. ესენია:
1. ბაჩუკი ბახტაძე;
2. რევაზ შალიბაშვილი;
3. ზაალ ანჯაფარიძე;
4. გიორგი ქავთარაძე;
5. ვასილ მაღლაფერიძე;
6. ნინო ზაუტაშვილი.
დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდება. კანდიდატთა სია განაცხადების მიღების დასრულებიდან 3 დღეში გამოქვეყნდება.