
გიორგი გაბედავამ და ლევან მამულაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაა. გაბედავას თქმით, ხვალ პარლამენტის შენობის წინ კარავს გაშლის და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილობას გაგრძელებს.