Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხის სკოლის დირექტორი მოსწავლისთვის გაკვეთილებზე თავსაფრის ტარების აკრძალვას უარყოფს

26 დეკემბერი, 2016 11:29

მოხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მოსწავლე თეონა ბერიძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა სასწავლებელში მიღების წინაპირობად თავსაფრის მოხსნა წაუყენა. მისი თქმით, დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა უთხრა, რომ მობილობით მოხის სკოლაში გადასვლის უფლებას არ მისცემდა, თუკი იგი გაკვეთილებს თავსაფრით დაესწრებოდა, რადგან ეს სკოლის შინაგანაწესს ეწინააღმდეგებოდა. დირექტორი „ლიბერალთან" ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლესთან მსგავსი საუბარი არ ჰქონია და ის სკოლაში ჯერ კიდევ იქამდე ჩაირიცხა, სანამ ეს ბრალდებები გაჟღერდებოდა. 

„დღეს მივედი სკოლაშ და დირექტორმა მითხრა, შენ უბრალოდ გაგაფრთხილეთ, რადგან კანონი მოგვთხოვდა ამასო. მე რომ ვუთხარი, რომ 27-ე სკოლაში არავითარი წინააღმდეგობა არ მქონია, დამნაშავედ აქეთ გამომიყვანეს. ჩემი კლასის დამრიგებელმა გამიყვანა გარეთ და ცალკე მითხრა, ნათია მასწავლებელი (დირექტორი) არ დაეთანხმება, თუკი შენ თავსაფარს არ მოიხსნიო. თუ ვერ იღებ გადაწყვეტილებას, შენი მშობლები მოიყვანეო. ამის შემდეგ მეც შევედი კაბინეტში და ვუთხარი, რომ თავსაფარს არ მოვიხსნიდი. ნათია მასწავლებელს არ უთქვამს, რომ სკოლაში ჩარიცხული ვიყავი. მე უკვე დილას გავიგე. პირადად მას არ უთქვამს. პირდაპირ მითხრეს, თავსაფარი უნდა მოიხსნა, ეს სახელმწიფო სკოლაა და ამ წესებს უნდა დავემორჩილოთ, რადგან კანონი ასე გვავალდებულებსო. შემდეგ კი მითხრა, მე ასე არ მითქვამსო" - ამბობს მეთორმეტეკლასელი თეონა ბერიძე, რომელიც სკოლაში უკვე ჩარიცხულია. 

„ლიბერალი" სკოლის დირექტორს, ნათია რეხვიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ბრალდებებს „აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას" და „აგორებულ ჭორს" უწოდებს. 

„არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ეს ბავშვი იმაზე ადრე ჩაირიცხა სკოლაში, ვიდრე ეს ამბავი ატყდებოდა. დოკუმენტი ოფიციალურად არსებობს. ვერ გეტყვით, ეს ამბავი რატომ ატყდა. სხვა ვერაფერს გეტყვით. მსგავსი საუბარი ამ ბავშვთან არ მქონია. რა თქმა უნდა, პირადად შევხვდი მას, მაგრამ თავსაფარზე მსგავსი საუბარი არ ყოფილა. თუ დაიჯერებთ ასეა. ეს ბავშვი ჩაირიცხა 22 დეკემბერს, დილის 9 საათსა და 45 წუთზე. ეს ბავშვი სკოლაში დადიოდა, მე მოთხოვნა გაგზავნილი მქონდა, სკოლის დასტურს ველოდებოდი, რომელიც 21-ში მომივიდა. გუშინ ეს ბავშვი უკვე ჩარიცხული იყო და ამბავი ატყდა დაახლოებით 3 საათზე. მე მსგავსი რამ არ მითქვამს. ჩვენ ვისაუბრეთ და ის ამბობს, რომ მე მსგავსი რამ არ მითქვამს. რა ხდება, არ ვიცი" - უთხრა დირექტორმა „ლიბერალს". 

შეკითხვაზე, ზოგადად წარმოადგენს თუ არა პრობლემას, რომ მუსლიმმა მოსწავლემ სკოლაში თავსაფარი ატაროს, მასწავლებელი ამბობს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს. 

გავრცელებული ბრალდებების ფონზე, თეონას მხარდასაჭერად, მოხის მეთორმეტეკლასელი გოგონები სკოლაში თავსაფრით მივიდნენ. 

სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC)  და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) შეისწავლიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^