Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუთი ორგანიზაცია აჭარაში ერთადერთი ფსიქიატრიული დაწესებულების გაყიდვას აპროტესტებს

26 დეკემბერი, 2016 18:17

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წლის 16 დეკემბერს ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა აჭარის რეგიონში არსებული ერთადერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც ასევე განთავსებულია ამბულატორიული და  კრიზისული სამსახურები. 

ფასი 100 000 ლარი. შენობის ფართობი 5232.45 მ² ,  მიწის ფართობი 25459 მ². - აუქციონი მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველი მხოლოდ 10  წლის განმავლობაშია ვალდებული, არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი უწყვეტად შეინარჩუნოს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარიძეს, თხოვნით, შეჩერდეს აუქციონი და ხელისუფლებამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან  კონსულტაციების დაწყება  უზრუნველყოს.

„მოცემული პირობებით აუქციონის გამართვის შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ აჭარაში მცხოვრები ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით მოსარგებლე,  სულ მცირე, ათი ათასამდე პირი ფსიქიატრიული მომსახურების გარეშე დარჩეს, ვინაიდან:

აუქციონის პირობებით, დაწესებულებისთვის ფსიქიატრიული პროფილის შენარჩუნება, მხოლოდ 10  წლის ვადითაა განსაზღვრული.

აუქციონის საწყისი ფასი (100 000 ლარი) არის სიმბოლური და ვერ უზრუნველყოფს ქონების ადეკვატური ღირებულებით გასხვისებას. ამასთან, სარემონტო სამუშაოები სამ წელზეა  გაწერილი და, ლარის დღევანდელი ღირებულებისა და მისი გაუფასურების ტენდენციიდან გამომდინარე, 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია ვერ დააკმაყოფილებს კლინიკის ელემენტარულ საჭიროებებს.

იმედს, ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მოლაპარაკება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების საკეთილდღეოდ შემობრუნდება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

წერილი მომზადებულია შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობით:

•             საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება

•             გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი

•             საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

•             საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია

•             მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი

წერილი ასევე გაეგზავნა პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^