Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იმედი“: მოლაპარაკებები „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენაზე წარმატებით დასრულდა

27 დეკემბერი, 2016 17:08

მედიაჰოლდინგ „იმედის" განცხადებით, „მაესტროსთან" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

მედიაჰოლდინგის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაჰოლდინგი „იმედი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდება ჰოლდინი „იმედის“ შემადგენელი ნაწილი. ასევე დასასრულს მიუახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გარიგებაც მალე წარმატებით დასრულდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში. იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს".

„იმედი" ტელეკომპანია „მაესტროს" და „GDS-ს" ყიდულობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^