Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ სონღულაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრსა და დავით სერგეენკოს

28 დეკემბერი, 2016 11:29

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართავს. წერილს „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ. 

ძვირფასო ბატონებო,

პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პირადსა და საზოგადო ცხოვრებაში.

მოგეხსენებათ, ადამიანის სიცოცხლის და ზოგადად სიცოცხლის პატივისცემა იმ რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც საქართველო ეკუთვნის.  მე გულწრფელად ვაფასებ ყველა იმ საქმეს, რომელსაც თქვენ ადამიანის სიცოცხლის პატივსაცემად აკეთებთ. მაგრამ, ეს თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

თქვენ იცით, თბილისში არსებობს ონკოლოგიური საავადმყოფო ლისის ტბის შემოგარენში. აქ მოდიან ადამიანები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში,  დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ.  ბევრი აქვე ამთავრებს თავის სიცოცხლეს.

მდგომარეობა, რომელშიც ეს საავადმყოფო იმყოფება, ენით აუწერელია.  მის დანახვაზე ჯანმრთელ ადამიანს გაუსკდება გული, არათუ უმძიმესი სენით დაავადებულს.  შენობა ჰგავს ომგამოვლილ გაპატრახებულ ნაგებობას: ჩალეწილი ფანჯრები, ჩამონგრეული და ჩამოჭუჭყული კედლები, საპირფარეშოები, რომელშიც არ შეისვლება... გაგიკვირდება ასეთ პირობოებში, როგორ უნდა არსებობდეს ასეთი სერიოზული სამედიცინო დაწესებულება.  ერთი კვირის წინ დავბრუნდი დედამიწის ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან - ბურინდიდან, სადაც მოვინახულე სხვადასხვა ტიპის სოციალური პროექტები. მე იქ ვერა ვნახე ისეთი გაუბედურებული საავადმყოფო, როგორიც ჩვენი ონკოლოგიურია.

დაჟინებით მინდა გთხოვოთ ყველა იმ ავადმყოფის სახელით, რომელიც იძულებულია, ონკოლოგიურს მიაკითხოს, და ასევე იმ მედპერსონალის სახელით, რომელიც იძულებულია, ასეთ აუტანელ პირობებში მოემსახუროს უკიდურესად გაჭირებულ ადამიანებს, რომ დაუყოვნებლივ გამონახოთ სახსრები და საშუალება ამ საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციისათვის.  ეს საავადმყოფო არა მარტო საქართველოს, არამედ ადამიანობის სირცხვილია. თუ ჩემი არა გჯერათ, აქ ქვემოთ თანდართულ ფოტოს დააკვირდით და ყველაფერი ცხადი გახდება.

მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა და მისი ღირსების გაფრთხილება ყველაზე მნიშვნელოვანოვანი ფასეულობაა ქრისტიანულ კულტურაში. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ხმა არ დარჩება უდაბოში მღაღადებლის ხმად.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტოპოლიტი

მშვიდობის საკათედრო ტაძარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^