საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, სამინისტრო ელექტრონული დიპლომატიის აქტიურად განხორციელების პროცესზე გადადის, რაც Twitter-ის ექაუნთების შექმნას გულისხმობს.
მისი თქმით, ყველა საელჩოს მიეცა დავალება და უკვე ყველა ელჩს, ასევე საელჩოს შექმნილი აქვს Twitter ექაუნთი.
„დაინერგა სხვა ელექტრონული სისტემი. ჩვენი სისტემის ელექტრონიზაციაზე ვმუშაობთ. ჩევნ გადავედით ძალიან აქტიურად ელექტრონული დიპლომატიის განხორციელების პროცესზე, რაც ციფრული დიპლომატიის, რაც გულისხმობს Twitter ექაუნთების გახსნას. ჩვენ ყველა საელჩოს მიეცა დავალება და ყველა საელჩოს და ყველა ელჩსაც შექმნილი აქვს Twitter ექაუნთები. სამინისტროებსაც ასევე. ასრის ჩემი პირადი Twitter ექაუნთი. ასევე ფეისბუქის გვერდები და ჩვენ ვცდილობთ სოციალური მედიის მაქსიმალურად გამოყენებას, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე დიპლომატიის შემადგენელი ნაწილია Twitter და Facebook და სოციალური მედია. ამით ხდება ინფორმაციის მაქსიმალურად გატანა. ამიტომ მოგიწოდებთ [ჟურნალისტებს], რომ მაქსიმალურად დაუმეგობრდეთ ამ Twitter-ის და Facebook-ის გვერდებს. არამარტო ჩვენი სამინისტროსი არამედ საელჩოების და მიიღოთ ის ინფორმაციები, რომლებიც საელჩოების მიერ იდება. მოგეხსენებათ, რომ 63 სალეჩო გვაქვს" - თქვა მინისტრმა.