საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ნომინანტებს შორის გურამ კაშია, ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია იყვნენ.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა, საუკეთესო მსაჯი - გიორგი ვადაჭკორია. საუკეთესო მწვრთნელად გია ცეცაძე დასახელდა, საუკეთესო გოლის ავტორად - ნიკა მაისურაძე. ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლანა გიორგაძე გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძე. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად გულნარა გაბელია დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი 2015-16 სეზონის - გიორგი ქვილითაია. გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე გახდა, ქალი ბომბარდირი კი - ნინო ჭუჭულაშვილი.
გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს,რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.
საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისიდან ამბროლაურში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის სამუშაოდ ჩასული ბექა ოშხერელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცის უწყობს ხელს.
აგრეთვე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ონის სპორტსკოლის დირექტორს, ერმილე ჩიტალაძეს და ცაგერში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ხვამლის“ წარმომადგენელს პორფილე კოპალიანს.