Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ფარული ჩანაწერების“ საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაწესებულებას დატოვებენ

29 დეკემბერი, 2016 12:20

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი დაწესებულებას 7 იანვარს დატოვებენ. მათ წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ეწურებათ, სასამართლოს კი ჯერ განაჩენი არ გამოუტანია. 

ამავე საქმეზე იდევ ერთი პირი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილია ბრალდებული, თუმცა ის ვერ გათავისუფლდება, რადგან მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო. 

პროკურატურა კუდ-იდ ექვს თანამშრომელს დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ისინი სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოპოვეს და შეინახეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას“,- აცხადებდნენ პროკურატურაში მათი დაკავების შემდეგ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^