Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრემლის განცხადებით, რუსი დიპლომატების გაძევების გამო რუსეთი აშშ-ს პასუხს გასცემს

30 დეკემბერი, 2016 12:01

აშშ-დან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთი პასუხს გასცემს - შესაბამისი განცხადება ვლადიმერ პუტინის სპიკერმა გააკეთა, რომლის თქმითაც, რუსეთს პასუხი აშშ-ს „მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნის".

დიპლომატები აშშ-დან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშეტევის პასუხად გააძევეს. მათ ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს. 

BBC-ის ინფორმაციით, პუტინის სპიკერმა მინიშნება გააკეთა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას დაელოდება. 

რუსეთმა აშშ-ის არჩევნებში კიბერშეტევის გზით ჩარევის შესახებ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. 

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „დემოკრატებისა" და პირადად ჰილარი კლინტონის კამპანიის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო კიბერშეტევისთვის რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა. 

იმეილები, რომლებიც კლინტონის კამპანიის მენეჯერისგან, ასევე დემოკრატების ეროვნული კომიტეტის სერვერებიდან მოიპარეს, Wikileaks-ზე საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოქვეყნდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^