პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს.
„პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.