Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: ნარკომომხმარებლის დაპატიმრება არამხოლოდ არაჰუმანური, არაპროდუქტიულიცაა

30 დეკემბერი, 2016 22:48

საპატიმრო ზომით დასჯა ადამაიანის, რომელსაც უბედურება დაემართა ცხოვრებაში, ჩემი აზრით, გარდა იმისა რომ არაჰუმანურია, არაპროდუქტიულიც არის - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, საჭიროა პრევენცია და მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალებები, თუმცა ვერ მიესალმება იმ აზრს, რომ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ზომაც არ იქნეს გამოყენებული.

„არ ვიზიარებ და კატეგორიულად ვემიჯნები ამ რაღაც მცენარეების დარგვის სულისკვეთებას. უნდა ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ მინახავს, ბავშვობიდან სხვათაშორის, ჩემი ძალიან ახლო მეგობრების არეული თვალები. მე მახსოვს არაერთი დაკარგული მეგობარი. უნდა ვთქვა, რომ ეს არის უბედურება. ნარკოტიკი არის უბედურება და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ამ ჟივილხივილს, რომ შეიძლება ეს რამენაირად კარგი იყოს. არავითარ შემთხვევაში.

მაგრამ, მეორე მხრივ, საპატიმრო ზომით დასჯა ადამაიანის, რომელსაც უბედურება დაემართა ცხოვრებაში, ჩემი აზრით, გარდა იმისა რომ არაჰუმანურია, არაპროდუქტიულიც არის. ჩვენ კარგად უნდა მოვიფიქროთ პრევენციის საშუალებები და მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალებები იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომ აღარ დაისაჯონ ასეთი ადამიანები. რამდენადაც ვიცი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიმართულებით ნამდვილად არის ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რომ მოხმარებისთვის ადმიანს არ მიესაჯოს პატიმრობის ზომა. მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ განწყობას, რომ არც ადმინისტრაციული ზომა არ უნდა იყოს, და საერთოდ რაღაც ასეთი აჟიოტაჟი შეიქმნა, რომ ჩვენ უნდა მივესალმოთ მსუბუქ ნარკოტიკს. არავითარ შემთხვევაში. ეს არის უბედურება" - თქვა კრივიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^