შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
"2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს." - ნათქვამია განცხადებაში.