Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „გირჩის" ოფისში მარიხუანა დათესეს

31 დეკემბერი, 2016 22:41

„გირჩის" ოფისში პარტიის წევრებმა და მათი მოთხოვნების მხარდამჭერებმა მარიხუანა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესეს.

„გირჩის“ მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს ყოველგვარი სასჯელი (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი) ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. ასევე, მოხდეს საკუთარი მოხმარების მიზნით კანაფის კულტივირებისა და შენახვის ლეგალიზება.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყეს.

„2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.

„გირჩმა“ 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ისინი საყოველთაო დაუმორჩილებილობის აქციას გამართავდნენ, კერძოდ, „2016 წლის 31 დეკემბერს, ახალ წლამდე „გირჩის“ წევრები და მათი მოთხოვნების მხარდამჭერები „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დათესავდნენ მარიხუანას".

მათ 30 ნოემბერს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებაც შეიტანეს. იურიდიულმი კომიტეტის მოთხოვნით და პარლამენტის ბიუროს 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა, რეგლამენტის შესაბამისად, 10 დღით გახანგრძლივდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^