„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, სამი დღის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.
არხის ცნობით, შესაძლოა, საკადრო ცვლილება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა გოგნიაშვილსაც შეეხოს.