
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულრებელ კომისიაში ამბობენ, რომ გაზის სექტორში ტარიფები უცვლელია. მათი განცხადებით, სემეკისთვის ბუნებრივი გაზის სექტორში არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით არ მიუმართავს.
„შესაბამისად, ბუნებრივი გაზის რეგულირებად სეგმენტში ტარიფები უცვლელია. მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ კომისიას შესაბამისი განაცხადით ან დატოვონ შეტყობინება კომისიის ცხელ ხაზზე - 2420180. კომისია შეისწავლის საკითხებს ინდივიდუალურად“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ისინი ამბობენ რომ გაზის საფასური საგრძნობლად გაზრდილია. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განცხადებას გააკეთებს.