საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს. გადაწყვეტილება სამეურვო საბჭომ დღეს მიიღო. მაღლაფერიძემ საბჭოს წევრების ექვსი ხმა მიიღო.
დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში 5 კონკურსანტი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ნათია კუპრაშვილი.