ბელორუსიამ 80 ქვეყნისთვის 5 დღით უვიზო მიმოსვლა დააწესა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ბელორუსიის ძირითადი პარტნიორები არიან.
„ეს არჩევანი არ არის შემთხვევითი. ჩვენ კარებს ვუხსნით ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს" - თქვა ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური საკონსულოს ხელმძღვანელმა იგორ ფისენკომ.
მისი თქმით, 5 დღს განმავლობაში ვიზიტორებს ადგილობრივ პოლიციასთან რეგისტრაცია არ მოუწევთ. ამასთან, ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანაში მინსკის ეროვნული აეროპორტის გავლით შევლენ, ვიზასთან და რეგისტრაციასთან დაკავშრებული ყოველგვარი ფორმალობებისგან გათავისუფლდებიან.