100 000 ლარამდე სესხის ფიზიკურ პირებზე გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება დასაშვები. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეს რეგულაცია ძალაში 15 იანვრიდან შევა.
მან მთავრობის გადაწყვეტილებაზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 1 იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ღონისძებებს ეხება.
„თუ ვინმეს ჰქონდა ასეთ სესხი და დარჩენილი აქვთ ნაშთი, მათ ეხებათ ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 000. ძრითადი რაოდენობა დაახლოებით 27 000 ლარამდე სესხები, არის 20 000 დოლარამდე.
თუ მსესხებელს აქვს 40 000 ზე მეტი სესხი, მას ნაწილობრივი სუბსიდირება შეეხება. თუ მსესხებელს აქვს 100 000 დოლარზე მეტი სესხი, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას დღეის მდგომარეობით. ასევე, თუ შემოსავალი არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მადგომაროები, მათაც არ შეეხებათ სუბსიდირება" - თქვა მესტვირიშვილმა.
მისი განმარტებით, პროგრამის ფარგლებში დასაებია პორტირება, ანუ თუ სხვა კომერიცული ბანკი ადამიანს უკეთეს პირობებს სთავაზობს, პორტირება გახდება შესაძლებელი.
„17 იანვრიდა იწყება და 2 თვის განამვლობაში გაგრძელდება პროგრამა. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, მიმართონ სასურველ კომერიულ ბანკს, ვინც ყველაზე კარგ პირობას შესთავაზებს. ეს ერთჯერადი და ნებაყოფლობითი პროგრამაა. ამ განკარგუკების შემდგომ მითითებას მივცემთ კომერიცულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში SMS-ით ან რამე სხვა საშუალებით შეატყობინონ იმ პირებს, ვისაც ეხებათ ეს აქცია. კომეციული ბანკი ვალდებული იქნება, მათ თვითონ დაუკავშირდეს. ასევე ბანკებს აეკრძალებათ, რომ ასეთ სესხებზე, კონვენრტაციის დროს გადაახდევინონ რაიმე დანატებითი ხარჯები, წინასწარ დაფარვის ან სესხის გაცემის საკომისიო" - თქვა მესტვირიშვილმა.