Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ბავშვებსა და ზრდასრულებს, რომლებმაც ზოგადი განათლება ვერ მიიღეს, დავაბრუნებთ სკოლაში

13 იანვარი, 2017 14:39

დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის- „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს სავალდებულო ზოგადი განათლება (ცხრა კლასი) მიიღოს.

„ეს არის განათლების მიღების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება, მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და შეატყობინოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლებში ვერ დადიან. 

„პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის - მოქალაქეს, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლებს მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება ზრდასრულებს, მინისტრის განმარტებით, მათთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება, ისინი უმცროს კლასელებთან ერთად არ დასხდებიან. სურვილის შემთხვევაში მათ სამინისტროს უნდა მიმართონ.

სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამის ფარგლებში იმ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდება, რომლებიც სკოლაში არ დადიან. რაც შესაძლებელს გახდის იმ მოსწავლეეების დროულ აღმოჩენას და პრევენციას, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, სავალდებულო ცხრა კლასი ვერ დაასრულეს. გარდა ამისა, ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის. სავალდებულო 9 კლასის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც მათ პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში იგეგმება იმ ბავშვების სტატისტიკის დადგენა, რომლებსაც განათლების სისტემაში არსებული ბაზები „ვერ ხედავს“. რის შემდგომაც, ჩატარდება კვლევა რათა დადგინდეს კონკრეტული მიზეზები თუ რატომ არ არიან ეს ბავშვები განათლების სისტემაში ჩართულნი. დგებუაძის განმარტებით, მიღებული ინფორმაცია კი სამინისტროს შესაძლელობას მისცემს, ხელი შეუწყოს ამ ბავშვების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას.

პროგრამის ფარგლებში სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს. ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ყუფარაძის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ინკლუზიური განათლება, რაც გულისხმობს ყველა ბავშვისთვის ხარისხიან განათლებაზე  ხელმისაწვდომობას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

 „ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რათა შემუშავდეს როგორც ეროვნული სტრატეგია თუ სხვა ტექნიკური მნიშვნელობის დოკუმენტები, რომელიც დაეხმარება სისტემას, სკოლასა და მასწავლებელს, უკეთესად გათვითცნობიერდეს ინკლუზიური განათლების მიდგომებში, პრინციპებში და შექმნას ბავშვზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო  სკოლებსა და არაფორმალური განათლების ცენტრებში“,- განაცხადა მაია ყუფარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^