სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის 737 400 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი) ლარი უნდა გამოიყოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულებით ცვლილება შევიდა 2016 წლის 5 მაისის განკარგულებაში და სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხა 3 მილიონით შემცირდა, ვინაიდან წინა განკარგულებით, გამოსაყოფი თანხა 3 737 400 ლარს შეადგენდა.