საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, უმუშევრობის შემცირება, კანონის უზენაესობა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პრინციპის დაცა, ევროინტეგრაცია - ეს არასრული ჩამონათვალია უმცირესობის იმ პრიორიტეტებისა, რაც დავით ბაქრაძემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა და ფრაქციის - „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარმოადგინეს.
უმცირესობის პრიორიტეტებში ისეთი საკითხებიც მოხვდა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების მხარდაჭერა და დევნილების სახლებში ღირსეულად დაბრუნების უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვა და პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდის მხარდაჭერა. ასევე, განათლებისა და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პრიორიტეტებში სეკულარიზაციის პრინციპის დაცვა, საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოხვდა.