Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის აზრით, „გაზპრომთან" მიღწეულმა შეთანხმებამ ენერგოსექტორში მდგომარეობა გააუარესა

17 იანვარი, 2017 15:54

„გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელმოწერით დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი... რასაც, შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს - პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის აზრით, „გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით ქვეყნის ენერგოსექტორის მდგომარეობა გაუარესდა.

მიშველაძის თქმით, „გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობაზე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა. 

„პრეზიდენტი საუბრობდა ჩარჩოურთერთობების ჩამოყალიბებაზე უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით, რომლის ჩართულობითაც „გაზპრომთან" მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ, თუმცა, არც ეს განხორციელდა. პრეზიდენტი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს. მისი თქმით, ეს საკითხი არის მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა. განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ შესუსტდა ქვეყნის პოზიციები იმ ფონზე, რომ საქართველოს ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება. „გაზპრომთან" ხელშეკრულებით ენერგოსექტორში მდგომარეობა გაუარესდა" - თქვა მიშველაძემ. 

როგორც 11 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, საქართველო „გაზპრომთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თუკი წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ გაზის 10%-ს იღებდა, ახალი ხელშეკრულებით ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

სამინისტრო: „გაზპრომთან" ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და არ გასაჯაროვდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^