შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5-12 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სადახლო-საავტომობილო“, და „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (230 აბი), მარიხუანა (2,86 გრამი) აღმოაჩინეს.
მათი განცხადებით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.