„ჩვენ ვიმოქმედებთ ორი მარტივი წესის დაცვით: იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი" - ამის შესახებ აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ვაშინგტონი ყვაოდა, თუმცა ხალხზე ეს კეთილდღეობა არ რცელდებოდა. მისი თქმით, პოლიტიკოსები დალხენილად ცხოვრობდნენ, სამუშაო ადგილები კი ქრებოდა და ქარხნები იხურებოდა.
„დაწესებულებდა იცევდა საკუთარ თავს, თუმცა არა ჩვენს მოქალაქეებს და ქვეანას. მათი გამარჯვება არ ყოფილა თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ ყოფილა თქვენი ტრიუმფი. და როცა ისინი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ზეიმობდნენ, ხალხს ცოტა თუ ჰქონდა საზეიმო მთელი ქვეყნის მასშტაბით
ამ ყველაფრის შეცვლა ამ მომენტიდან იწყება რადგან ეს მომენტი თქვენია, ის თქვენ გეკუთვნით. ის ეკუთვნის ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მთელ ამერიკას, რომელიც გვიყურებს. ეს თქვენი დღეა, თქვენი ზეიმია. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა.
არ აქვს რეალური მნიშვნელობა, რომელი პარტია აკონტროლებს მთავრობას, არამედ ის, აკონტროლებს თუ არა მას ხალხი. 2017 წლის 20 იანვარი ისტორიაში შევა როგორც დღე, როცა ერის მმართველი ისევ ხალხი გახდა. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული ადამიანები აღარ იქნებიან დავიწყებულნი" - თქვა ტრამპმა.
მან აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედები და ბავშვები სიღარიბეში ცხოვრობენ, განათლება ძვირია, რაც ახალგაზრდებს განათლებაზე ხელმისაწვომობას უზღუდავს, დანაშაულმა და ნარკოტიკებმა კი ქვეყანას უამრავი სიცოცხლე და არარეალიზებული პოტენციალი წაართვა.
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გავამდიდრეთ უცხო ქვეყნის ინდუსტრიები ამერიკის ინსდუსტრიის ხარჯზე, სუბსიდირებას ახდენტით სხვა ქვეყნის ჯარებისა ჩვენი ქვენის სამხედროების ხარჯზე, ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს და უარს ვამბობდით საკუთარის დაცვაზე, ტრილოონებს ვხარჯავდით საზღვარგარეთ, როცა ამერიკის ინფრასტრუქტურა განადგურდა.
გავამდიდრეთ სხვა ქვეყნები და ამასობაში ჩვენი კეთლდღეობა, ძალაუფლება და თავდაჯერება ჰორიზონტზე გაქრა.
„ერთმანეთზე მიყოლებით დაიხურა ქარხნები და მილიონობით ამერიკელი უმუშევარი დარჩა. ჩვენი საშუალო კლასის კთილდღეობა მთელს მსოფლოზე განაწილდა. თუმცა ეს წარსულია და ჩვენ ახლა მხოლოდ მომავალში ვიყურებით. დღეიდან ჩვენს ქვეყანას ახალი ხედვა მართავს. ამ მომენტიდან, ამერიკა იქნება პრიორიტეტი.
ყოველი გადაწყვეტილებავაჭრობაზე, გადასახადებზე, იმიგრაციასა თუ საგარეო ურთიერთბებეზე ამერიკელი ოჯახების სასარგებლოდ იქნება მიღებული. უნდა დავივათ საზღვრები სხვა ქვეყნების მავნებლობისგან, რომლებიც იპარავენ ჩვენს კომპანიებს, ანადგურებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს. ეს მეტ სიძლიერემდე და აყვავებამდე მიგვიყვანს. უკანასკნელ ამოსუნთქვმდე იბრძოლებ თქვენთვის, მე იმედს არასდროს გაგიცრუებთ. ამერიკა ისევ გახდება გამარჯვებული, როგორც არასდროს აქამდე. დავიბრუნებთ სამუშაო ადგილებს, საზღვრებს. დავიბრუნებთ კეთილდღეობას, დავიბრუნებთ ჩვენს ოცნებებს" - თქვა ტრამპმა.