Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის წნევის მომატების გამო რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა

21 იანვარი, 2017 19:43

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ბუნებრივი აირის წნევის მომატების გამო რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა,- ამ ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტა, ბუნებრივი აირის წნევის მომატების გამო სამზარეულოში უცებ აგიზგიზდა ცეცხლი. ამ დროს სახლში ის, მისი შვილი, ფეხმძიმე რძალი და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

„გარდა მატერიალურისა, ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ის მორალური ზარალი რაც მივიღე. დღეს მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მე და ჩემი შვილი ამაოდ ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას, რომ არ დამხმარებოდა მეზობელი და არ გადაეკეტა გაზი, ალბათ წამებში ავფეთქდებოდით“.

„ლიბერალი“ მომხდარის გადასამოწმებლად კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისს“ დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ დიდი დიღმის გაზმომარაგებაზე შპს „დიდი დიღომი“ ზრუნავს. შპს-ში კი აცხადებენ, რომ ავტომატური სადგური, რომელიც ბუნებრივი აირის წნევას არეგულირებს, „ყაზტრანსგაზს“ ეკუთვნის.

„შეფერხება მოხდა ავტომატურ სადგურზე, რომელიც წნევას ადაბლებს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში 4 კორპუსს მაღალი წნევით მიეწოდა გაზი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას. ჩვენი და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან, ზარალს ითვლიან და ვითარებაში ერკვევიან. თუკი იქნება ზარალი, მას ავანაზღაურებთ",- განუცხადეს „ლიბერალს“ შპს „დიდ დიღომში“.

დაზარალებული ქაბატონი „ლიბერალთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მასთან ნამდვილად იყვნენ კომპანიისა და შპს-ს წარმომადგენლები და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^